LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის აინტერესებს გუშინდელი ლანჩი, მოდის ჩვენება, რომელსაც ესწრებოდით ან იოგას გაკვეთილი“, – ევა გრინი -უკრაინის ომზე ვრცელ პოსტს ავრცელებს

176
page

შვედური წარმოშობის ფრანგი მსახიობი, ევა გრინი „ინსტაგრამზე“ ემოციურ პოსტს ავრცელებს და მთელ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ვარსკვლავმა „სთორიში“ უკრაინელი ბავშვის ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც ჰყვება, თუ როგორ ტოვებს უკრაინას, მისი მამა კი საომრად რჩება.

ვიდეო: ჰოლივუდი მხარს უჭერს უკრაინას – ლედი გაგა, მაიკლ დუგლასი და სხვები SAG Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობენ

„წიხელ ბევრმა ჩემმა მეგობარმა უკრაინიდან იარაღი ცხოვრებაში პირველად აიღო ხელში და  ქვეყნის,  ოჯახების დასაცავად წავიდა. გოგონები, რომლებიც გუშინ კარიერაზე, სიყვარულზე ოცნებობდნენ, დღეს მხოლოდ მშვიდობაზე ოცნებობენ. მინდა გითხრათ ყველას, ვინც ჩემს პოსტს კითხულობთ, სოციალური მედია არსებობს ინფორმაციის გასაზიარებლად.  არავის აინტერესებს გუშინდელი ლანჩი, მოდის ჩვენება, რომელსაც ესწრებოდით ან იოგას გაკვეთილი. ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს. უკვე 200 უკრაინელი დაიღუპა. კიდევ რამდენი უნდა მოკვდეს, სანამ ეს სიგიჟე შეჩერდება? გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია, დაწეროთ ამ ომის შესახებ“, – ნათქვამია გრინის ვრცელ პოსტში.

“უფრთხილდით უსიყვარულო ადამიანებს” – ჯიმ ქერი პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები