„არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს“.
„პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ჰქონდა ატეხილი ოპო სპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია!
ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს