საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი, დიმა ნებიერიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს „ნაპოლის“ დღევანდელ თამაშზე გადაღებულ ფოტოს და მას ემოციურ პოსტსაც ურთავს თან.
მთელი სტადიონი სკანდირებს – რა ვიდეოს გვიზიარებს ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული
„სიმბოლური ფოტო დღევანდელი ნეაპოლიდან.
ამ ბიჭმა შეცვალა მოსაწყენი ყოველდღიურობა, გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, შეხედულებებისა, სტატუსისა, პოზიციისა.
ხშირად ადამიანებს არ ესმით, თუ რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი სხვებისთვის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ფეხბურთი აქარწყლებს ადამიანის ცხოვრებაში პრობლემებს, დარდსა თუ სტრესს. 90 წუთის განმავლობაში, ადამიანები ივიწყებენ ყველაფერს და სრულად კონცენტრირდებიან მოედანზე, მღერიან, სკანდირებენ, ირგვლივ მყოფ ათასობით ადამიანთან ერთად ჰყვებიან საკუთარ გამოცდილებებზე და ისტორიებზე. იღებენ და გასცემენ უამრავ ენერგიებს და ემოციებს. ფეხბყრთი უდიდესი სოციალური მოვლენაა.
არცერთ ემიგრანტს აღარ სჭირდება ვინმესთვის ახსნა თუ საიდან არის, რომელ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ვმდებარეობთ, ქვეყანა ვართ თუ ამერიკის შტატი, სტალინი და შევარდნაძე, სულ 4 სიტყვა – “მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ” და ამაყად, მხრებში გამართული აგრძელებ გზას“, – წერს დიმა ნებიერიძე.
„სასუოლოსთან“ გამართული მატჩით „ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-13 მოგება გაიფორმა სერია „ა“-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლი გაიტანა.

