ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3340 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
არჩევნებამდე კურსი 2.3337 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6064 ლარად იქნება შესაძლებელი.
აქამდე ევროს შეძენა 2.5986 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.