LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: „ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა “აზოვსტალი” – რა ინფორმაციას ავრცელებს მარიუპოლის მერი

892
arestovichi

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა „აზოვსტალში“ შექმნილი სიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა ქარხანა.

როგორც მან „24-ე არხის“ ეთერში განაცხადა, ქარხნის ტერიტორიაზე რუსების შეჭრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია და დაზუსტებას საჭიროებს.

„ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა “აზოვსტალი”. ჩვენ ოფიციალურ ანგარიშებს ველოდებით. ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს დეტალურად ამოწმებს, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა მან.

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებთან კავშირი გაწყდა. ამის შესახებ BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ ბოიჩენკომ კომენტარი ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.

Украинская правда-ს ინფორმაციას რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელ მებრძოლებთან ამ დროისთვის კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, „აზოვსტალის“ ქარხანა ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც უკრაინული მხარე აკონტროლებს. ქარხნის ტერიტორიაზე სამხედროების გარდა სამოქალაქო პირებიც იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g