LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის ვიღაც, ვის გამოც ფორმაში ვდგები, გარეგნობით მომხიბლა, მეგრელი არ არის“ – ბორის ბედია

108
ბორის ბედია

მომღერალი ბორის ბედია გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა. მომღერალმა გადაცემაში, ტრადიციულად, სიმღერა შეასრულა და პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა.

ვიდეო: „მეგრელი გოგონები იმდენად ლამაზები არიან, ვერ ავარჩიე. მოვიყვანდი ცოლს, მაგრამ წინ ვიყურები, როცა დარწმუნებული არ ხარ, იმის ცხოვრებაც უნდა გააუბედურო და შენიც…“ – ბორის ბედია დაოჯახებაზე

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მის ცხოვრებაში არის პიროვნება, ვინც გარეგნობით მოხიბლა და ვის გამოც თავადაც ფორმაში დგება.

„პირველ რიგში, გარეგნობით მომხიბლა… მეგრელი არ არის“, – აღნიშნა მომღერალმა.

შეკითხვაზე – როგორ მიულოცა აღნიშნულ პიროვნებას 8 მარტი და გაუგზავნა თუ არა ყვავილები, ბორის ბედიამ აღნიშნა: „ყვავილები კარგია, მაგრამ ცოტა მებანალურება, უფრო სხვა რამ მინდა“…

ამასთან, გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ბორის ბედიას ბევრი მანდილოსანი მოუხიბლავს სიმღერით და მის გამო საზღვარგარეთიდანაც ჩამოსულან, ბორის ბედიამ აღნიშნა: „ჩამოსულან და მეც დავხვედრივარ სათანადოდ“.

ვიდეო: „მე ვარ დონ კიხოტი, რომელიც შეყვარებულია დულსინეაზე… გადარეული, გიჟი მამა ვიქნები“ – ბორის ბედია

ვიდეო: „ცდილობენ გარიგებას, მეუბნებიან მოიყვანე ცოლიო“ – რას ჰყვება ბორის ბედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g