LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა – შს სამინისტრომ ბრალდებული დააკავა და გამოძიება დაიწყო

596
პოლიცია

ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, ქმარი ახალგაზრდა გოგოზე, სავარაუდოდ, სისტემატურად ძალადობდა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია მას ბრალდება ოჯახში ძალადობის მუხლით წარედგინა.

magti 5g