LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტისტი ანდრო დადიანი საკუთარ ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს ჩუქნის

218
Untitled design (1)

ხელოვანი ანდრო დადიანი საკუთარ ნამუშევარს პრეზიდენტის სასახლეს ჩუქნის. ამის შესახებ არტისტი სოციალურ ქსელში წერს და ხელოვანებს მიმართავს –  პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები აჩუქონ.

„მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან… მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ” – ანდრო დადიანი

„ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან.

ცხოვრების კანონია – ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე.

ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე.

„მოკლე ისტორიული მეხსიერება“

30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთი და იმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს ‘“იყო“-მ შეიწოვა სიტყვები – „არის“’ და „იქნება“. „მოკლე ისტორიული მეხსიერება“ დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს, სამფეროვანი დროშა 2004 წელს შეიცვალა, თუმცა დღეს, ჩვენს ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას, – თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.

ობიექტზე ეწ. ცრემლები „პერესტროიკის“ დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომლებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსენო.
120/65 სმ“, – წერს ანდრო დადიანი.

ცნობისათვის, ანდრო დადიანმა გუშინ ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანა მოითხოვა.

მანამდე:

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

გუშინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

„ვფიქრობ, პოლიტიკური თავდასხმაა“ – პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე

მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

 

mazda magti 5g