LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეა ეს ამბავი, წალენჯიხა სიმბოლოა საქართველოსი და ეს ოქროს ბავშვები კი გამარჯვების, წარმატების და უკეთესი მომავლის სიმბოლო“ – იზა ომაძე წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის გუნდის წარმატებაზე

245
იზა ომაძე

წელს პირველად, წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის საფეხბურთო გუნდი იუვენტუსის აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს.

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის გუნდი უკვე რამდენიმე დღეა წარმატებით ასპარეზობს და მეტოქეებთან შეხვედრებს გამარჯვებით ასრულებს.

წალენჯიხის გუნდი პირველად ბრიტანეთის გუნდს შეხვდა და 12:1 მოუგო, მეორე შეხვედრაში ლოს-ანჯელესს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე 4:0 დაამარცხა, მორიგ ეტაპზე პოლონეთის გუნდს 2:1 სძლია და დღეს შვეიცარიასთან დაპირისპირების დროს, ბოლო წუთზე გატანილი გოლით, ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

იუვენტუსის აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს იუვენტუსის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, რომელსაც იზა ომაძე ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ასეა ეს ამბავი, წალენჯიხა სიმბოლოა საქართველოსი და ეს ოქროს ბავშვები კი გამარჯვების, წარმატების და უკეთესი მომავლის სიმბოლო. გილოცავთ“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ასეა ეს ამბავი, წალენჯიხა სიმბოლოა საქართველოსი და ეს ოქროს ბავშვები კი გამარჯვების, წარმატების და უკეთესი მომავლის სიმბოლო♥️✨👏♥️ გილოცავთ ♥️✨👏

Posted by Iza Omadze on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები