LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი გამოცდისთვის “გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე” მზად არ ვიყავით – ნიკა კვეკვესკირი

111
124969157-4648577041880143-2321020717763301396-o

წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა კვეკვესკირი პირველი კომენტარს აკეთებს.

კვეკვესკირი საკუთარ Instagram-ის გვერდზე წერს, რომ ამ პოსტის გამოქვეყნება უჭირს, რადგან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველო წაგებულია: ნამდვილი ევროპა ისევ მიუღწეველია – ევროპის ჩემპიონატი ოცნებად დარჩა

“რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.
როგორც აღმოჩნდა ასეთი გამოცდისთვის “გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე” მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: “ომი, სულ გრძელდება” – მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს”,-წერს ნიკა კვეკვესკირი.

ვაისი წავიდა: სლოვაკი ორ მატჩს ჩაამთავრებს და…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g