აშშ-მა ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა აკრძალა.
შესაბამისი ბრძანება აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოსცა.
აკრძალვა გავრცელდება სატრანზიტო რეისებზე, გამონაკლისი კი ჰუმანიტარული, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იქნება დაშვებული.
ბილეთები გაყიდვების აკრძალვა და ფრენების შეზღუდვა იმ სანქციების პაკეტში შედის, რომელიც აშშ-მა ბელარუსს “რაინეარის” თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ფრენების შეზღუდვა, სწორედ ამ რეისის მინსკში იძულებითი დაშვების ფონზე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინტერესებშია.
შტატებიდან ბელარუსის მიმართულებით ფრენის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია 30 ივნისს აგხდა ცნობილი.
შეგახსენებთ, მინსკში დააკავეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
პროტასევიჩი სწორედ ავიაკომპანია “რაინეარის” თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
