LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 2017 წლის ყველაზე დიდი ქველმოქმედები გამოავლინეს

101

ამერიკის შეერთებულ შტატების 2017 წლის ყველაზე დიდი ქველმოქმედები ცნობილია. როგორც ჩანს, შარშანდელმა ლიდერმა ბიონსებ პოზიციები დათმო,რადგან სიაში პირველ ადგილზე Chance the Rapper-ი მოხვდა. ამის შესახებ lipstickalley წერს.

როგორც გაირკვა რეპერმა  ახალგაზრდების დასახმარებლად SocialWorks- ის ფონდი დააფუძნა, რომელმაც  ჩიკაგოს საჯარო სკოლებისთვის 2 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა, გარდა ამისა,  ფინანსური დახმარება გაუწია საცეკვაო ხელოვნებისა და ლიტერატურის სკოლებსაც, რათა ხელი შეუწყოს ხელოვნების განვითარებას საჯარო სკოლებში.

მესამე ადგილს არიანა გრანდე იკავებს, რომელსაც მომღერალი რიანა მოსდევს, ათეულში მოხვდნენ ასევე, ნიკი მინაჟი, ჯენიფერ ლოპესი, მაილი საირუსი, ლილ მანუელ მირანდა და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები