LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა

133
baeaa3015e858cb5771a7eee9f509b79

აშშ-ში, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა

CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთმა ადამიანმა გახსნა.

უცნობია სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა და სროლის მოტივიც.

„იარაღით ძალადობის არქივის“ მონაცემებით, 2024 წელს შეერთებულ შტატებში სულ მცირე 293 მასობრივი სროლა მოხდა. არქივი მასობრივ სროლად მიიჩნევს სროლას, რომელშიც ოთხ ან მეტ ადამიანს ესროლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები