LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში იყიდება Porsche 911 გარბენით ”მთვარემდე და უკან დედამიწაზე”

206

მინეაპოლისში პორტალ Craigslist-ზე 17 წლის Porsche 911 იყიდება, რომლის გარბენიც 950 000 კილომეტრია. გარბენი იმაზე მეტია ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე და უკან – თითქმის 769 კილომეტრი. გამყიდველი მეორად Porsche-ს 17 995 დოლარად ყიდის.

ავტომობილი, რომელსაც დიდი გარბენი აქვს, 3,6 ლიტრის მოცულობის ექვს ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი და 415 ცხენის ძალას ავითარებს, თუმცა ეს კონკრეტული ”პორშე” მეპატრონემ გააუმჯობესა და მისი სიმძლავრე 545 ცხენის ძალამდე გაზარდა.

ცნობილია ისიც, რომ ეს ავტომობილი 2015 წელს ჟურნალ Porsche Club of America-ს ერთ-ერთი პუბლიკაციის გმირიც გახდა, სტატია კუპეს მაღალ გარბენს ეძღვნებოდა – მაშინ ის 900 000 კილომეტრს უტოლდებოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ექსპლუატაციისას მეპატრონეს მოუწია შეეცვალა საწვავის ტუმბო, ქსენონის ნათურები, მინის მწმენდების მექანიზმი, პომპა და გაგრილების სისტემის ვენტილატორი, ასევე ორჯერ შეცვალა აკუმულატორი. 900 000 კილომეტრზე პორშეს 124 საბურავი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები