LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებული პრესკონფერენცია კორონავირუსის გამო გააუქმეს

217
BeFunky-collage (5)

„კორონავირუსის პირობებში ბიზნესის კეთება“ – ამ თემაზე 13 მარტს, ნიუ-იორკში, ამერიკული ორგანიზაცია საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ჩანიშნული შეხვედრა გაუქმებულია. მიზეზი კორონავირუსია.

businessinsider-ის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების გამო აშშ-ში ღონისძიებების ნაწილი რამდენიმე თვით გადადეს, ნაწილი კი საერთოდ გააუქმეს.

4 299 გარდაცვლილი და 66 563 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის მონაცემები მსოფლიო მასშტაბით

აშშ-ის რვა შტატში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეჟიმი 60 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1 037 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გამო 28 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 23 ვაშინგტონში.

გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესის ექვსი წევრი, რომელთაგან რამდენიმეს კონტაქტი დონალდ ტრამპთანაც ჰქონდა, თვითიზოლაციაშია.

კორონავირუსი დახურულ სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება – კვლევის შედეგები
კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ 5 დღეში ვლინდება – ახალი კვლევის შედეგები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g