LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი დახურულ სივრცეში სულ მცირე 30 წუთი ძლებს და 4.5 მეტრამდე მანძილზე შეუძლია გადაადგილება – კვლევის შედეგები

1638
https---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200108214800-coronavirus

ჩინელმა ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ახალ კორონავირუსს დახურულ სივრცეში შეუძლია სულ მცირე 30 წუთი გაძლოს, ამასთან შეუძლია 4.5 მეტრამდე მანძილზე გადაადგილებაც.

მეცნიერებმა კონკრეტული შემთხვევები გაანალიზეს. მაგალითად, შემთხვევა, რომელიც ჩინეთის სამგზავრო ავტობუსში დაფიქსირდა:

კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ 5 დღეში ვლინდება - ახალი კვლევის შედეგები

მეცნიერების განცხადებით, ყველა, ვისაც მე-12 დღეს სიმპტომები არ გამოუვლინდა, აღნიშნული არც შემდგომ გამოუვლინდა, თუმცა, ის მაინც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი. 

ტრანსპორტში იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც თავს არ იცავდა-არ ეკეთა პირბადე. მან ავტობუსში მყოფი 7 ადამიანი დააავადა.

ვირუსით დაინფიცირდა წყვილიც, რომელიც 4.5 მეტრის მოშორებით იჯდა. ასევე კორონავირუსით დაინფიცირდნენ სხვა მგზავრებიც, რომლებიც ტრანსპორტში 30 წუთის შემდეგ ამოვიდნენ.

საქართველოში კორონავირუსით განკურნებული ადამიანები გვეყოლება: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც საკარანტინო სივრცეს დატოვებს

ჩინელი მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ 37 გრადუსის პირობებში ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს ორიდან სამ დღემდე პერიოდის განმავლობაში შუშაზე, ქსოვილზე, ლითონზე, პლასტმასზე ან ქაღალდზე. ისინი ამტკიცებენ, რომ კორონავირუსს შეუძლია რამდენიმე დღე გაძლოს ზედაპირებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები