აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან პირადად ჯერ არ უსაუბრია, თუმცა სხვებმა უკვე ისაუბრეს.
„ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ და ნავთობკომპანიების მხრიდან დიდი ინვესტიციები დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში სჭირდება, რომ დელსი როდრიგესმა შეერთებულ შტატებს „სრული წვდომა“ მისცეს.
„ვენესუელა ამჟამად მკვდარი ქვეყანაა. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ და ნავთობკომპანიების მხრიდან დიდი ინვესტიციები დაგვჭირდება ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ჩვენ სრული წვდომა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება წვდომა ნავთობზე და მათ ქვეყანაში არსებულ სხვა რაღაცეებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, მათი ქვეყანა აღვადგინოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დელსი როდრიგესმა შესაძლოა იმაზე დიდი ფასი გადაიხადოს, ვიდრე ნიკოლას მადურომ, თუ „სწორად არ მოიქცევა“.
„თუ ის არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, იგი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის – სავარაუდოდ, უფრო დიდსაც კი, ვიდრე მადურომ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა The Atlantic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
