LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ატარე შენი საქართველო” – Hippie ახალ პროექტს იწყებს

275

”ატარე შენი საქართველო” – Hippie ახალ პროექტს იწყებს. ბრენდის მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები, ამიერიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაფორმდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა განუცხადა, Hippie მოგზაურობს სრულიად ქვეყნის მასშტაბით და იქიდან ყვავილები და მცენარეები ჩამოაქვს.

”გადავწყვიტეთ, დეკორაციული ნივთები და აქსესუარები სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით შევქმნათ. უკვე ჩამოვიტანეთ ყვავილები იმერეთიდან და რაჭიდან. უახლოეს მომავალში კი საქართველოს დანარჩენ რეგიონებაც ვეწვევით. ჩვენს მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ატაროს იმ კუთხის მცენარეები, საიდანაც არის წარმოშობით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი ”ატარე შენი საქართველო”,- აღნიშნა თვალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, Hippie-ს პროდუქციაზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება როგორც დედაქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბრენდის ხელნაკეთი ნივთები უკვე ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ქართველ ემიგრანტებთან გზავნიან.

”ამასთან, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი ნივთები ონლაინ-გაყიდვების საერთაშორისო პორტალებზე – ”ამაზონსა” და Ebay-ზე განვათავსოთ. ამ მიზნით, ვცდილობთ, წარმოება გავზარდოთ”, – განმარტა ბრენდის თანადამფუძნებელმა.

როგორც ლალი თვალიაშვილმა აღნიშნა, Hippie მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს როგორც პროდუქციის გამრავალფეროვნების კუთხით, ასევე კონკურსების სახითაც. ყოველ კვირა იმართება სხვადასხვა კონკურსი, სადაც ბრენდის ნივთები თამაშდება.

შეგახსენებთ, Hippie-ის ნივთები ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის სახელოსნო რუსთავში მდებარეობს და აქ ამ ეტაპზე 2 ადამიანია დასაქმებული. ონლაინ-გაყიდვების გარდა კი ბრენდის ნივთები პეკინის ქუჩაზე, Hippie-ის მაღაზიაში იყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g