ქუთაისში კორონავირუსით 60 წლის ექიმი ინტერვენციონისტი, მამუკა ნემსიწვერიძე, გარდაიცვალა.
მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.
,,ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და გაბენდიერებული ოჯახი უკავშირდება მამუკა ნემსიწვერიძის სახელს”- წერს ექიმი სოფიო ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.