LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია თუ არა ვაქცინის გაკეთებამდე PCR-ტესტის და ანტისხეულებზე ტესტის ჩაბარება – კულუმბეგოვის განმარტება

6621
კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში განმარტა, არსებობს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრამდე რაიმე ტიპის ანალიზის გაკეთების აუცილებლობა.

მისი თქმით, არანაირი ანალიზის გაკეთება არაა საჭირო, და ვინც ამას გადაწყვეტს, ეს იქნება უბრალოდ ლაბორატორიების გამდიდრება.

„არავითარი ანალიზის წინასწარ გაკეთება აბსოლუტურად საჭირო არ არის. ეს არის ზედმეტი ხარჯი. ეს არის ლაბორატორიების გამდიდრება, ჩვენი გაღარიბება და არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაქცინაციამდე არ გვაძლევს. ამიტომ, ვაქცინაციის წინ, შესვლისას არავითარ შემთხვევაში არ მოგთხოვენ: „გვანახეთ, ანალიზი თუ გაქვთ გაკეთებული და მერე შემოგიშვებთ“. არ გესაჭიროებათ ანალიზების წინასწარ გაკეთება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, აუცილებელი არც კორონავირუსზე PCR-ტესტის და არც ანტისხეულებზე ტესტის ჩაბარებაა.

„საქართველოში 300-მდე ადამიანს ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდა PCR-ით ვირუსი, მაგრამ არცერთ მათგანს დაავადება არ გართულებია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა არ არის. თეორიულად რომც ვიყო ვირუსის მატარებელი, და ეს 300 ადამიანი იყო ალბათ, არავითარ გართულებას ეს არ იწვევს. ამიტომაც, აქაც ზედმეტი ხარჯია“, – განმარტა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, არავითარი მინიშნება, რომ ვაქცინას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის ქონა შეუძლია არ არსებობს, – განაცხადა კულუმბეგოვმა და დასძინა, რომ ასეთი კითხვა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართაც არ ისმის.

„არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს.

ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ. “, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g