2020 წლის 23 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა დაღუპული ჟურნალისტის, ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას გასცემს. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, სტიპენდია ერთ გამორჩეულ მკითხველზე ყოველთვის გაიცემა.
კეკელიძე ყვება როგორ გაიცნო ის „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში.
„რა საზარელი დღეა, სრულიად საზარელი. ლაგოდეხის ტრაგედიის მერე, მეორე საშინელი ამბავი შევიტყვე – ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა – სულ ხუთი დღის წინ გააჩინა პირველი შვილი
მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა.
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა
ერთი რაც ვიცი, მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გავცემთ ნინის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი მაინც შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს,“ – წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, ნინი ჯაფარიძე გუშინ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მშობიარობის შემდეგ, მას თანდაყოლილი დაავადების გამო, გულის პრობლემები შეექმნა, რაც 31 წლის ქალისთვის ფატალურად დამთავრდა.