LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ გეიმერებისთვის სპორტული სავარძლების ხაზი გამოუშვა

104
Audi-მ გეიმერებისთვის სპორტული სავარძლების ხაზი გამოუშვა

Audi-მ გამოუშვა სავარძლების ხაზი, რომელიც სამუშაოდ და კიბერ-სპორტისთვისაა განკუთვნილი. ახალი აქსესუარები გერმანელმა მწარმოებელმა ფირმა Vertagear-თან თანამშრომლობით შექმნა. გეიმერების სავარძელი ვიზუალურად Audi-ს სპორტული ავტომობილების სავარძლის ვიზუალისაა. ამასთან, კიბერ სპორტული სავარძელი ანალოგიური მასალითაა დამზადებული.

სავარძლის საბაზისო ვერსიის ფასი 500 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს გეიმერების სავარძელი გამოუშვა კომპანია Porsche-მაც. კიბერ სპორტული სავარძლის დიზაინი ბრენდ Recaro-თან ერთად დაამზადა და Porsche 911 GT3 R-ს მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები