Audi-მ ახალი ელექტრო კროსოვერის E7X-ის, სერიული ვერსიის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. სიახლე ბრენდის ჩინურ სუბ-ბრენდში AUDI (SAIC Audi) მეორე მოდელი გახდება. კონცეპტი უკვე განთავსდა ჩინეთის მრეწველობის სამინისტროს კატალოგში, სადაც მისი ტექნიკური მონაცემებიც გასაჯაროვდა.
დიზაინი თითქმის უცვლელია – E7X პრაქტიკულად არ გამოირჩევა იმ კონცეპტუალური მოდელისგან, რომელიც გუანჯოუს ავტოსალონზე E SUV სახელით აჩვენეს. შენარჩუნებულია იგივე სილუეტი, დამახასიათებელი დისკები და წრიული ფორმის დეკორი წინა და უკანა ნაწილზე. სალონის ფოტოები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მთავარი ზომები
სიგრძე: 5049 მმ
სიგანე: 1997 მმ
სიმაღლე: 1710 მმ
საბურავთა ბაზა: 3060 მმ
ახალი კროსოვერი საგრძნობლად დიდია, ვიდრე E5 Sportback – სუბბრენდის პირველი მოდელი და სავარაუდოდ ფლაგმანურ პოზიციას დაიკავებს.
ორი ვერსია: უკანა და სრულამძრავიანი
E7X სერტიფიცირებულია ორ ძალოვან აგრეგატზე:
1) უკანა ამძრავი (RWD):
408 ცხ.ძ.
500 ნმ
2) სრულამძრავი (AWD):
დამატებითი წინა ძრავა: 272 ცხ.ძ., 300 ნმ
მაქსიმალური სიჩქარე: 230 კმ/სთ
ელექტროძრავებს Audi-სთვის SAIC აწარმოებს, ხოლო ელემენტებს – CATL.
სავარაუდოა, რომ მომავალში E7X-ის ძრავების არჩევანი კიდევ გაფართოვდება, როგორც ეს E5 Sportback-ის შემთხვევაში მოხდა.