LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე უნიკალური Lamborghini-ის ტრაქტორი გაიყიდება

103
orig

აუქციონზე იყიდება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოდელი, რომელსაც Lamborghini-ის სახელთან აკავშირებენ – ჰოთ-როდის სტილში შექმნილი ექსკლუზიური ტრაქტორი, რომლის ღირებულებამ შესაძლოა ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბოს.

უნიკალური მოდელი Lamborghini-ის დამფუძნებლის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. მსგავსი დიზაინის სულ ხუთი ტრაქტორია დამზადებული.

Lamborghini Centenario-ს ავტორი იტალიელი დიზაინერი ადლერ კაპელია, რომელიც პროექტზე გერმანელ კოლექციონერებთან ერთად მუშაობდა. გასაყიდი ეგზემპლარი 2020 წელს ააწყვეს, თუმცა მისი საფუძველი 1960-იანი წლების Lamborghini DLA35-ის ტრაქტორია.

მოდელი აღჭურვილია 2,2 ლიტრიანი სამ ცილინდრიანი დიზელის ძრავით, რომელიც 36,5 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს. მიუხედავად ექსტრავაგანტური გარეგნობისა, ტრაქტორი სრულად ფუნქციურია – ამ კონკრეტულმა ეგზემპლარმა უკვე დაახლოებით 500 კილომეტრი გაიარა.

დიზაინი კლასიკურ ტრაქტორს ნაკლებად ჰგავს, უზარმაზარი უკანა ბორბლები და ღია კონსტრუქცია მოდელს უფრო ჰოთ-როდის იერს აძლევს. სპეციალურად დაუმუშავებელი მეტალის პანელები კი დროთა განმავლობაში ბუნებრივი პატინის ეფექტის მისაღებად დატოვეს.

აუქციონი ივნისში პლატფორმა Car&Classic-ზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები