LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ჭკვიანი შუქნიშნები გაჩნდება

120
შუქნიშანი

ბელგიაში „ჭკვიან“ შუქნიშნებს დააყენებენ. სიახლე გზაზე მოძრაობას გააკონტროლებს და ნიშნებს ისე შეცვლის, რომ სატრანსპორტო საშუალებებს საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში „წითელზე“ დიდ ხანს დგომა არ მოუწიოთ.

შუქნიშნებს ინტერნეტთან დააკავშირებენ, მძღოლებს კი შესთავაზებენ GPS-ის მქონე სპეციალური მობილური აპლიკაციის გადმოწერას. როგორც კი ავტომფლობელი გზაჯვარედინს მიუახლოვდება, კომპიუტერს სიგნალი გადაეცემა და შუქნიშნის მუშაობა დაკორექტირდება.

გარდა ამისა, აპლიკაციის მეშვეობით წინასწარ იქნება იმის ნახვა შესაძლებელი, თუ რა ნიშანია ამ დროს შუქნიშანზე და რამდენი ხანი იქნება ის კიდევ ანთებული.

ინოვაციური სისტემის ამუშავება რამდენიმე თვეში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები