LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

598
cagarelimisha2021

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კომუნიკაბელური და მეტად გონებამახვილი ტყუპების, მთვარე კი, ორიგინალური და არასტანდარტულად მოაზროვნე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანების ხასიათშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მაღალია შემთხვევითი ნაცნობობის ალბათობა, რომელიც უამრავ სიურპრიზს მოგიტანთ.

შეძლებთ საკუთარ თავში გარკვევას, მატყუარა მეგობრებისგან თავის დაღწევას.

მოერიდეთ აგრესიის, ბრაზის და წყენის გამოვლენას. ზედმეტად ლაპარაკს და საიდუმლო ინფორმაციის გათქმას.

პარტნიორული ურთიერთობა – თუ მოინდომებთ ნებისმიერ პრობლემას სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყვეტთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი, საქველმოქმედო საქმიანობისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. არ ღირს მოლაპარაკებების გამართვა, რადგან ნებისმიერი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, მხედველობას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ლომს, კუროს და თხის რქას, რადგან ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები