LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი სკოლის ერთსა და იმავე კლასში 6 ტყუპი ისწავლის

30
twins

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სკოლის, მე-7 კლასში სწავლა ერთდროულად ექვსმა ტყუპმა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.

11 წლის ტყუპები, რომელთაგანაც 4 წყვილი იდენტურია, ერთსა და იმავე სკოლაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ. ბავშვები მანამდე სხვადასხვა დაწყებით სკოლებში იყვნენ და კლასის შეცვლა ერთდროულად გადაწყვიტეს. ელენა და იზაბელ ჰოლები, უილიამ და ჩარლი მაილსები, იტან და რაიან მიურეები, ენვენ და კერის ფილიპსები – ერთკვერცხისეული ტყუპები არიან. მათთან ერთად სწავლობენ ასევე კიმბერლი და უილიამ ტომასი, ცერის და ოუენ უილიამსი.

მასწავლებლები ცდილობენ მათი გარჩევა ისწავლონ. „საოცარია თუ რამდენად სწრაფად სწავლობ მათი ქცევებისა და მანერების გარჩევას. მათ ყველას ძალიან გაუმართლათ,“ – ამბობს მე-7 კლასის დამრიგებელი ემა ბოუენი.

ერთ სკოლაში ამდენი ტყუპის თავმოყრა თითქოს უჩვეულო დამთხვევაა, თუმცა სინამდვილეში არც თუ ისე იშვიათი. 2016 წელს ირლანდიის ერთ-ერთ სკოლაში 30 ტყუპი სწავლობდა. გინესის წიგნის მიხედვით კი რეკორდი ილინოისის შტატს ეკუთვნის, სადაც ერთ აკადემიურ წელს 44 წყვილი ტყუპი მოგროვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები