ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა უფასო იქნება. მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სიახლე ძალაში ზაფხულიდან შევა.

იდეის ავტორებს სჯერათ, რომ სიახლე  ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ადგილობრივებს პირად ავტომობილზე უარის თქმის მოტივაციას მისცემს.

ლუქსემბურგს მეზობელი გერმანიიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან სამსახურის გამო ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანი აკითხავს და სიახლე ყველაზე მეტად მათ გაუხარდებათ.

ქვეყანამ შეღავათიან ტრანსპორტირებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა 20 წლამდე ადამიანებისთვის ტრანსპორტირება უფასო გახადა. სკოლის მოსწავლეები კი უფასო ავტობუსებით უკვე წლებია რაც სარგებლობენ.

თუმცა, მიუხედავად ამდენი შეღავათისა, ლუქსემბურგში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 2 ევრო ღირს. ბილეთი 2 საათის განმავლობაში მოქმედებს და თუკი ქვეყნის საზღვრებს გავითვალისწინებთ ყველა მარშრუტს კარგად წვდება.

 

მსგავსი თემები