LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდურმა კომპანიამ მზის ელემენტიანი ელექტრომობილების სერიული წარმოება დაიწყო

145
electrocar

ნიდერლანდურმა კომპანია Lightyear-მა მსოფლიოში პირველად, მზის პანელებიანი სერიული ელექტრომობილების წარმოება დაიწყო. მოდელს სახელად One უწოდეს.

ავტომობილი კაპოტსა და სახურავზე მზის პანელებითაა აღჭურვილი. ასეთ ავტომობილს დაუმუხტავად ამსტერდამში 2 თვის განმავლობაში შეუძლია გადაადგილება (მხოლოდ ზაფხულში), ხოლო პორტუგალიის მზიან რაიონებში სვლის მარაგი თითქმის 7 თვე იქნება. ინჟინერთა გამოთვლებით, მზის ენერგია ავტომობილის სვლის მარაგს ყოველდღიურად 70 კილომეტრით გაზრდის.

წარმოება ფინეთში დაიწყო. ამჟამად კონვეიერიდან ყოველ კვირა თითო ავტომობილი ჩამოდის, მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის კი წარმოება 5 მანქანამდე უნდა გაიზარდოს.

სტარტაპი გაეროს პროგრამა Horizon-ით ფინანსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები