LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა მიირთვათ თუ დისტანციურად მუშაობთ

34
Capture

დისტანციურად მუშაობა თანდათან წარსულ ბარდება (თუ უკვე არ ჩაბარდა). თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ადამიანები ინარჩუნებენ ბოლო წლებში ნებსით თუ უნებლიედ დადგენილ პრაქტიკას და განაგრძობენ შინიდან შრომას.

პანდემიის გამო გამოწვეულმა ცვლილებებმა ადამიანის ფსიქიკაზეც იმოქმედა და ფსიქოლოგებმა არაერთი კვლევა და დასკვნა გააკეთეს თუ რა და როგორ არის უმჯობესი. მათ შორის საუბარია კვების რაციონზეც.

დიეტოლოგმა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები დაასახელა. ცნობილი სპეციალისტის ედვანია სოარესის აზრით, კვება შრომის ეფექტიანობასთან პირდაპირ კავშირშია. როგორც წესი, დისტანციურ რეჟიმზე გადასული დასაქმებულების უმთავრესი პრობლემა კონცენტრაციის დაკარგვა და ადვილად გაღიზიანებაა. საშინაო გარემო იწვევს იმას, რომ ადამიანს ნერვები უფრო მეტ რამეზე ეშლება. მისი ყურადღება ადვილად იფანტება, რაც საბოლოო ჯამში სტრესულ სიტუაციებს იწვევს.

კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად დიეტოლოგი მეტი ბანანის, ლობიოს, ასევე მზესუმზირის და გოგრის თესლის მირთევას მიიჩნევს საჭიროდ. ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს და ტეანინს შეიცავს, რაც ყურადღების მოკრებას უწყობს ხელს.

სტრესის შესამცირებლად სოარესის მთავარი რჩევა – ჟოლო და ზოგადად კენკრა. გარდა ამისა, ასეთ დროს გვირილის ჩაი და ავოკადოც უებარი წამალია. ეს პროდუქტები კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის რაოდენობას ამცირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები