უახლოეს დღეებში ზუგდიდში ახალი ლურჯი ISUZU-ის ფირმის ავტობუსები ივლის – ამის შესახებ “ფორტუნას” ზუგდიდის მერიაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში 4 ახალი ავტობუსი შემოვიდა, მაგრამ ივნისის ჩათვლით მუნიციპალური ავტოპარკი ჯამში 15 ახალი ავტობუსით შეივსება.
როგორც ზუგდიდის მერიაში ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია, რა მარშრუტებზე ივლის 15 ახალი ავტობუსი. გარდა ამისა, მოხდება ყვითელი ავტობუსების აღდგენა-განახლებაც.
შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე თბილისშიც იგეგმება 220 ახალი ავტობუსის შემოყვანა.