LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ელექტროქარს წვიმიან ამინდში ფანჯრების ავტომატურად აწევა ასწავლეს

43
tesla

ილონ მასკი ტრადიციას არ ღალატობს და „ტესლას“ მფლობელთა მრავალრიცხოვან კითხვებს პასუხობს. გამომწერებთან ერთ-ერთ ბოლო დიალოგში მან დაადასტურა, რომ ელექტროქარებში გაჩნდა ახალი ფუნქცია – წვიმის შემთხვევაში ფანჯრები ავტომატურად დაიკეტება. აღსანიშნავია, რომ ელექტროქარების სისტემაში ეს ფუნქცია დიდი ხნის წინ გაწერეს, თუმცა აქამდე აქტივირებული არ იყო.

„ტესლას“ ტექნიკური ტვინი კარებისა და ფანჯრების დაბლოკვის რამდენიმე სცენარს განიხილავს, თუმცა ამინდი აქამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. პირველი სცენარია Walk away door lock, როცა მეპატრონე ავტომობილს სმარტფონთან ერთად ტოვებს და კარები იკეტება. ასევე არსებობს ფუნქცია Close Windows on Lock, რაც ფანჯრების ავტომატურად დახურვას გულისხმობს. „ტესლა“ მფლობელს შეტყობინებასაც უგზავნის იმ შემთხვევაში, თუკი მას კარი ან ფანჯარა ღია დარჩება.

თუმცა, მომავალში ელექტროქარის შესაძლებლობების სპექტრი კიდევ უფრო გაიზრდება. ავტომობილი ამინდის ცნობას ისწავლის და წვიმის დაწყების შემთხვევაში ფანჯრებს ავტომატურად დახურავს. ამ ფუნქციას „ტესლა“ სალონში ბავშვებისა და ცხოველების სისტემასთან ერთად აამუშავებს და შეტყობინება ორივე შემთხვევაში მეპატრონის სმარტფონზე მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები