LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილების ბაზარი პანდემიამდე დონეს ვერასდროს დაუბრუნდება

108
Ford

ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები პანდემიამდე მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდება. ასე ფიქრობენ BloombergNEF-ის სპეციალისტები მას შემდეგ, რაც გლობალური ავტო ბაზრობა შეისწავლეს. გაყიდვების პიკს ასეთმა მანქანებმა 2017 წელს მიაღწიეს, მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 მილიონი ავტომობილის რეალიზება მოხერხდა. ამის შემდეგ გაყიდვებმა იკლო და ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა. ექსპერტთა აზრით, ტრადიციული მანქანები ძველ დიდებას ალბათ ვერასდროს დაიბრუნებენ, რაც ელექტრომობილების დამსახურებაა.

2017 წელს გაყიდული ჰიბრიდების რაოდენობა 0,4 მილიონი ერთეული იყო, ელექტრომობილების  – 0,7 მილიონი. მას შემდეგ „მწვანე“ მანქანების წილი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 2022 წლის შეჯამებით 2,9 მილიონი ჰიბრიდის რეალიზება მოხერხდა, გაყიდულ ელექტროქართა რიცხვი 7,5 მილიონი იყო. ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების გაყიდვები კი 69,1 მილიონამდე დაეცა, ანუ 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები