LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გინესის ახალი რეკორდი – კაცმა 5,47 კმ. ნიკაპზე გიტარით გაიარა

48
EK9q-tatUlgtHY_N

ამერიკელმა კაცმა გინესის რეკორდი მოხსნა, ნიკაპზე დადებული გიტარით 5,47 კილომეტრი გაიარა.

დავიდ რაში, რომელსაც აქამდე არც მეტი არც ნაკლები 250 რეკორდი აქვს დამყარებული, აცხადებს, რომ გიტარის რეკორდის დასაფიქსირებლად 1 საათი და 7 წუთი დასჭირდა.

რეკორდსმენმა სტადიონს 13 წრე დაარტყა, შემდეგ კი გიტარა ჩამოუვარდა. თუმცა, ეს სრულებით საკმარისი იყო იმისთვის რომ რეკორდი ოფიციალურად დაედასტურებინათ.

აღსანიშნავია, რომ რაშის წინა რეკორდი ბენზო ხერხის შუბლზე გაჩერებას მიეძღვნა. მამაკაცმა ასეთ პოზიციაში 31 წუთი და 25 წამი გაატარა.

რაც შეეხება ახალ რეკორდს, ამერიკელისთვის ერთადერთი სირთულე სუსტი ნიავის გამკლავება იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები