LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი კოსმოსს დღეს დაიპყრობს

55
-121052302-capsule2

საკულტო სერიალის „ვარსკვლავური გზის“ მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი უილიამ შატნერი კოსმოსში გასაფრენად ემზადება.

BBC-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მსახიობი დედამიწას Blue Origin-ის რაკეტით დატოვებს. შეგახსენებთ, რომ ეს რაკეტა Amazon-ის დამაარსებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის. შატნერთან ერთად კოსმოსს Blue Origin-ის ვიცე-პრეზიდენტი და რამდენიმე გავლენიანი კორპორაციის პრეზიდენტები მოინახულებენ. გუნდი ორბიტის მიღმა ტეხასის უდაბნოდან გაემართება.

რაკეტა სტარტს ძალიან მალე აიღებს და მთელი მოგზაურობა მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდება. ამის შემდეგ 90 წლის მსახიობი ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „ვარსკვლავური გზა“ (Star Trek) პირველად ტელეეკრანებზე 1966 წელს გამოვიდა. 1979 წლიდან კი სრულმეტრაჟიანი ფილმებიც გადაიღეს. შატნერი სერიალში კოსმოსური ხომალდის კაპიტნის როლს ასრულებდა, ასე რომ კინოროლს მალე რეალურ ცხოვრებაში გააცოცხლებს.

„მე მინდა ვნახო დედამიწა. მე მინდა ვნახო, თუ რისი გაკეთება შეიძლება დედამიწის გადასარჩენად. მინდა, რომ აქამდე არნახული პერსპექტივა გამეხსნას“, – უთხრა კანადელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები