თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო, მძღოლს მანქანა მოუცურდა და სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.