საუდის არაბეთში ვიზიტის დარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ეროვნული ავიაკომპანია Flyadeal- ის ხელმძღვანელობას შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს მოწინავე ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში.
საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal საქართველოს მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან – რიადი, ჯედა და დამამი პირდაპირი რეისები თბილისსა და ბათუმში შესრულდება.
„ივნისიდან, ავიაკომპანია Flyadeal იწყებს თბილისსა და ბათუმში პირდაპირი რეისების შესრულებას სამი ქალაქიდან – რიადი, ჯედა და დამამი, კვირაში 15 სიხშირით. სულ კი საუდის არაბეთიდან კვირაში 54 რეისი შესრულდება. ავიაბილეთების დიდი ნაწილი წინსწრებით უკვე რეალიზებულია, რაც აჩენს პოზიტიურ მოლოდინს 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.