LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზელია ბენქსი თავს მადონაზე უკეთეს მომღერლად მიიჩნევს, საკულტო ჰიტს – Vogue კი ,,თრეშად” აფასებს

164
photo-collage.png

ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, აზელია ბენქსი მადონასადმი უპატივცემულობას, ღიად გამოხატავს. ახლახან, მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტების სერიაში, უფროსი კოლეგა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რეპერმა ,,პოპის დედოფალს” საშუალო დონის ვოკალისტი უწოდა და ქედმაღლურად აღნიშნა, რომ მასზე ბევრად უკეთესი შემსრულებელია.

33 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი 66 წლის მუსიკოსის შემოქმედებასაც გადასწვდა. მან ლეგენდარული მომღერლის საკულტო ჰიტი – Vogue ,,თრეშად” მოიხსენია.

,,მადონას ნამღერი Vogue ,,თრეშია”, რომელიც მის სერიოზულად შეზღუდულ ვოკალურ შესაძლებლობებს ეფუძნება. ის მართა უოშს უნდა ჩაეწერა”, – დაპოსტა ბენქსმა.

აზელია ცოტა ხნის წინ, კეტი პერის ნათქვამსაც გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში დასძინა, რომ ყველა ახალგაზრდა ქალი არტისტი მადონას მადლიერი უნდა იყოს, რადგან მათ გზა მუსიკალურ ინდუსტრიაში, სწორედ მადონამ გაუკვალა.

გრეის ჯონსი, ლილ კიმი, ბიონსე, უიტნი ჰიუსტონი, ჩაკა ხანი, სელინ დიონი, ბიორკი, მისი ელიოტი, ტონი ბრექსტონი, ჯენეტ ჯექსონი… – მადონას არაფერი მართებს”, – დაწერა რეპერმა.

მადონას აზელიას კრიტიკისთვის არასდროს უპასუხია. ის ახლაც დუმილს ამჯობინებს.

აზელია ბენქსის მუსიკალური კარიერა სტარტს 2008 წლიდან იღებს, როცა მან საკუთარი ჩანაწერების გამოქვეყნება Myspace-ზე დაიწყო. მსმემელის განსაკუთრებული ყურადღება რეპერმა 2011 წლის სინგლით – 212 მიიპყრო, რომლისთვისაც Lazy Jay-ისთან ითანამშრომლა. ბენქსის დისკოგრაფიაში მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომი – Broke with Expensive Taste შედის, რომელიც 2014 წლით თარიღდება. ის განსაკუთრებით ცნობილია აქტიურობით სოციალურ მედიაში და აშკარა შეხედულებებითა და კონფლიქტებით მუსიკოსებთან. ,,ბენქსი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჩხუბს, ვიდრე მუსიკას”, – აღნიშნავენ წამყვანი მუსიკალური გამოცემები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები