LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი კირკიტაძე: „რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ… როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა…“

1595
ბაბი

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან, რომელიც გამოცემამ მომღერალსა და ტელესახესთან, ბაბი კირკიტაძესთან ჩაწერა:

რატომ მოგიწია ასე ადრეული ასაკიდან მუშაობის დაწყება. ეს შენი ახირება იყო თუ ოჯახური პირობების გამო მოხდა?

ბაბი: 

მე რომ მუშაობა დავიწყე, იმ პერიოდში ჩემს ოჯახს საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ოჯახი სტრესში იყო, რადგან ფინანსებთან ერთად, ბინებიც დავკარგეთ. მაშინ, მნიშვნელოვანი იყო ჩემი მუშაობა, პასუხისმგებლობა გავითავისე და ვიტვირთე, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა გამეწია დახმარება. მაშინ ჩემი მუშაობა აუცილებელი იყო, ვმღეროდი და სცენაზე დგომის სიამოვნებასთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, რითაც ჩემებს ვეხმარებოდი. რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა. სხვათა შორის, მთელი სამი თვე, როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა, იჯდა და მისმენდა.

ფოტო: ბაბი კირკიტაძე ულამაზეს მწვანე კაბაში პოზირებს – “როგორ გიხდება ეს ფერი”

ვიდეო: როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის ახალი სახლი, საძინებელი და საგარდერობე ოთახი: “ეს ანტიკვარული ნივთები ჩვენი ოჯახისთვის საყვარელია…”

რატომ არ ურჩია 30 წლამდე გათხოვება ბაბი კირკიტაძეს მიშა ცაგარელმა: „ბოტოქსი უკვე მეორედ გამოვიყენე და შედეგით კმაყოფილი ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g