LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება – პროცესი გრძელდება“

191
ბაია პატარაია და უზრა ზეია

„ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არიან – ვუთხარით, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულწილად გაუკვირდათ“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები აღდგება.

კალაძე სანქციებზე: არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა – საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია

„ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი არიან საქართველოს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის მეგობრები. სურთ პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდეს. ასევე გვკითხეს, რას ფიქრობს ხალხი განცხადებებზე, „მეგობარ აქტზე”, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი დგამს რუსული კანონის საპასუხოდ.

ჩვენ ვუთხარით, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს უარყოფს, ისინი ამბობენ, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულ წილად გაუკვირდათ მათ.

მამუკა მდინარაძე: „გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება, სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება ჩემს ქვეყანას შევწირე“

„ადამიანები თავის სიცოცხლეს სწირავდნენ, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო“.

თქვეს, რომ კიდევ ერთხელ და არაერთხელ გაიმეორებენ, რომ რუსულ კანონს, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან და ნაბიჯებს შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები ცხადია გაგრძელდება.

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, დაგვიდასტურეს, რომ როგორც ელჩმა განაცხადა, 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა [შეტყობინება], გრძელდება პროცესი მათ მიმართ, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლების მასიურ დარღვევაში და რუსული კანონის მიღებაში. სხვა სიებიც განიხილება და სხვა ადამიანებიც მიიღებენ ინდივიდუალურ სანქციებს”. – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g