LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბალენსიაგა” twitter-ზე ანგარიშს აუქმებს – რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი 

166
demna musk

“ბალენსიაგა” პირველი მოდის სახლია, რომელიც twitter-ის გამოყენებაზე უარს ამბობს. მიზეზი სოციალური ქსელის ახალი მფლობელის, ელონ მასკის ბოლო გადაწყვეტილება გახდა, რაც სიტყვის თავისუფლების დაცვის სახელით, სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან შედარებით რბილ მიდგომას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, “ბალენსიაგას” ანგარიშს twitter-ზე 950 000 გამომწერი ჰყავდა. ცნობილ მოდის სახლამდე twitter-ის გამოყენებაზე უარი თქვა მოდელმა ბელა ჰადიდიმ, ასევე კომპანიებმა General Motors-მა და Dyson-მა.

ილონ მასკი Twitter-დან თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს

Twitter-ის ახალი მფლობელი აპირებს, შეცვალოს სოციალური მედიის კომპანიის არსებული სამუშაო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან მუშაობას გულისხმობს და მოსთხოვს თანამშრომლებს ოფისიდან მუშაობა.

კომპანიის მართვის დაწყებიდან პირველივე თვეს, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ილონ მასკი სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, კარდინალურ ცვლილებებს ახორციელებს. ელონ მასკის მიერ სამსახურიდან 4 ათასი ადამიანის გათავისუფლება, twitter-ის მომხმარებლებისთვის ფასიანი სერვისის შეთავაზების იდეა და რეკლამების მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქება მომხმარებლებში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის პოსტს უკვე რამდენიმე წელია ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია იკავებს.

საქართველოს ქალაქ სოხუმში დაბადებულმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ თავისი კოლექციის გამოშვება 2014 წელს დაიწყო - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

სტატიაში საუბარია საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g