„ბალენსიაგა“ რომ ჰოლივუდის ვარსკვალვების ყველაზე საყვარელ ბრენდად იქცა, საზოგადოებისთვის სიახლეს უკვე კარგა ხანია აღარ წარმოადგენს, თუმცა ბრენდის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას საოცრად ორიგინალური და შთამბეჭდავი ჩვენების შემდეგ, ის ერთსა და იმავე დღეს ორმა სუპერ-ვარსკვლავმა მოირგო.
პოპის დედოფალი, მადონა რამდენიმე საათის წინ, „ბალენსიაგას“ შავი ქურთუკითა და მასიური ფეხსაცმლით გამოჩნდა.იმავე საღამოს გადაიღეს ბარბადოსელი ლამაზმანი რიანაც, მასაც „ბალენსიაგას“ შავი ტანისამოსი ეცვა, რომელსაც რირიმ მასიური მზის სათვალე შეუხამა.
ფოტო/ვიდეო: ლიზომ კიმ კარდაშიანის „ბალენსიაგას“ „ლუქი“ გაიმეორა
დიდი ზომის სათვალე და „ბალენსიაგას“ შარვალი – 55 წლის ნიკოლ კიდმანის შთამბეჭდავი გამოჩენა