,,ბალენსიაგას” ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. ცნობილი გახდა, რომ დემნა გვასალიას ამ პოსტზე, პიერპაოლო პიჩოლი ჩაანაცვლებს.
,,Balenciaga-ში ახალი ეპოქა იწყება, სადაც რომანტიკა ამბოხს დაუპირისპირდება” – ასე აფასებენ ესპანური მოდის სახლის ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ბრენდს სათავეში, 10 ივლისიდან ჩაუდგება.
პიჩოლოს სადებიუტო კოლექციის ჩვენება, შემოდგომაზე იგეგმება.
ცნობისთვის, პიერპაოლო პიჩოლი იტალიელი დიზაინერია, რომელმაც სახელი ,,ვალენტინოდან” მოიხვეჭა. მოდის სახლში მუშაობის 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მან 8 წელი კრეატიული დირექტორის პოსტზე, დამოუკიდებლად გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ ,,ბალენსიაგას” შემოქმედებით ხელმძღვანელად, 10 წელი იმუშავა. მარტში, ის იტალიური ბრენდის – ,,გუჩი” კრეატიულ დირქტორად დაინიშნა.