LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკის თანამშრომლებმა გადაუხდელი ვალის გამო ქალი ტყვედ აიყვანეს

109
New-Project-2024-05-02T091537.35

ინდოეთში, კერძო ბანკის თანამშრომლებმა ტყვედ აიყვანეს მოვალის ცოლი მას შემდეგ, რაც კაცმა ყოველთვიური შენატანის გადახდა ვერ შეძლო. ამის შესახებ News9Live წერს.

დაზარალებულის მეუღლემ ოჯახში ფინანსური პრობლემების გამო კრედიტი – 35 ათასი რუპია აიღო. კონტრაქტის მიხედვით მას ბანკისთვის ყოველთვიურად 770 რუპია უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვადას რამდენჯერმე გადააცილა.

მას შემდეგ, რაც ბანკმა მორიგი შენატანი ვერ მიიღო, ერთ-ერთი თანამშრომელი გვარად სუბა, მოვალისკენ გაემართა. სახლში მხოლოდ ცოლი იყო. მაშინ სუბამ ქალი ბანკში ძალის გამოყენებით მიიყვანა. ამის შემდეგ მის მეუღლეს დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ ქალს მანამ არ გაუშვებდნენ, სანამ ის ვალს არ დაფარავდა.

ინდოელი მაშინვე პოლიციაში მივიდა და ბანკისკენ სამართალდამცავებთან ერთად გაემართა. თუმცა, ცოლის დაბრუნებამდე მას ვალის დაფარვა მაინც მოუწია.

გამოიძიებს თუ არა პოლიცია ბანკის თანამშრომელთა ქცევას უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები