LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარბი“ შიდა გაქირავებაში წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

165
page

მას შემდეგ, რაც ახალმა კინოსურათმა, „ბარბიმ“ მის რეჟისორს, გრეტა გერვიგს არნახული წარმატება მოუტანა, მისი ტრიუმფი გრძელდება. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ფილმი პრემიერიდან 35 დღეში,  შიდა გაქირავებაში, წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. შედეგად, მან „სუპერ მარიო ძმების ფილმს“ გადაასწრო, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა. უკანასკნელი მონაცემებით, ბარბიმ 575,4 მილიონ დოლარს მიაღწია.

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულში კი მომდევნო სამი პოზიცია ასე გამოიყურება: „სპაიდერმენი: სამყაროთა შორის“ – ($381 მილიონი), „გალაქტიკის მცველები 3“ – ($359 მილიონი) და „პატარა ქალთევზა“- (297.2 მილიონი).

„ბარბის“ ტრიუმფი – გრეტა გერვიგი გახდა პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმმაც კინოგაქირავებაში 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა

„ბარბის“ როლის შესრულებისთვის მარგო რობი 50 მილიონ დოლარს მიიღებს – რატომ აიკრძალა გრეტა გერვიგის ფილმი ლიბანსა და ქუვეითში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები