LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბატონოს” მურაბები ბაზარზე 15 ნოემბრიდან გამოჩნდება

134

”ბატონოს” ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქტი ბაზარზე  15 ნოემბრიდან გამოჩნდება. საკონსერვო ქარხანა ”ბატონო”  გორის რაიონში ახლადგახსნილი საწარმოა, სადაც  ამ ეტაპზე13 სახეობის პროდუქცია იწარმოება

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი ქარხანა მუშაობს საკონსერვო პროდუქციის წარმოების მიმართულებით. ძირითადად ორიენტირებულია მურაბებისა და ტყემლის წარმოებაზე.

უახლოეს მომავალში იგეგმება კომპოტებისდა წვენების წარმოებაც. აგრეთვე, ”ბატონოს” მწნილების გამოშვებაც”, – განაცხადეს ახალ საკონსერვო ქარხანაში.

მათივე ინფორმაციით,  „ბატონოსბრენდის ფასები ქართველი მომხმარებლისათვის მისაღები იქნება. ”ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია უკვე დავიწყეთ რამდენიმე სავაჭრო ობიექტში, 15 ნოემბრიდან კი, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, უფრო აქტიურად გამოვჩნდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ”ბატონოს” პროდუქცია 100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთაა და იწარმოება ყოველგვარი დანამატების გარეშე, ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება. ამასთან, ღირებულება საკმაოდ კონკურენტუნარიანი- ფასები მერყეობს  2-დან -3 ლარამდე”, – განმარტეს ”ბატონოში”.

საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, ახალი  საკონსერვო ქარხნის წარმოება პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში  დაფინანსდა. ქარული ბაზრის ათვისების შემდეგ კი  ბრენდი ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები