LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერია: ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას დაშენებასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია – ყველა დაზარებულ ოჯახს დახმარება გაეწევა

107
ბათუმის მერია

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული, “– ამის შესახებ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

მათივე ცნობით, ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრები ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება.

ირაკლი ღარიბაშვილი: დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები

„ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლთან მობილიზებულია სამაშველო ძალები და მუნიციპალური სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე

ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნგრევის მიზეზი შესაძლოა, რემონტისას საყრდენი კედლის გამოცლა იყოს, რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზეა – შს მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g