LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ადაპტირებულის ნაცვლად, არაადაპტირებული მოსაცდელები დაამონტაჟეს

110

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოსაცდელს უკანა მხრიდან უნდა ჰქონოდა ღია სივრცე, რაც ეტლით მოსარგებლეს ტროტუარიდან მოსაცდელში შესვლას და იქ კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემდა.

სამუშაოების დაწყების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მოსაცდელი, რომელსაც კომპანია ამონტაჟებდა, სინამდვილეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის.

 

 

„მერია კომპანიას დაავალდებულებს, რომ გამოასწოროს ხარვეზი“, –  აცხადებენ მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები