ბათუმში გამოძახებაზე მყოფ სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმს მანქანა დაეჯახა – შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი დაშავდა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.
„მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ექიმს სწრაფად მომავალი ავტომანქანა დაეჯახა. იმავე ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.