LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობაში ავტოავარიაში მამა და ორი და დაკარგა. ერთადერთი საყრდენი დედა დარჩა – ფონდის მიზანია თანხის შეგროვება, რათა ოჯახს დავუდგეთ გვერდით“ – მხარდაჭერა სჭირდება ქალს, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა

365
ქველმოქმედება

ქალს, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა, ახლა რეანიმაციაში უწევს ყოფნა და ყოველდღიურად იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

როგორც ახლობლები აცხადებენ, შექმნილია სპეციალური ანგარიში, სადაც ნებისმიერს შეუძლია ფინანსური მხარდაჭერის გაწევა. ხოლო მიღებული თანხა სრულად მოხმარდება თათიას სამედიცინო ხარჯებს, მომავალი ოპერაციებისა და რეაბილიტაციის დაფინანსებას, აგრეთვე ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს.

„თითოეული ჩარიცხვა ჩვენთვის იმედის ტოლფასია ამ უმძიმეს დროს“, – ამბობენ ოჯახის ახლობლები და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„თათიას ცხოვრება თავიდანვე სირთულეებით სავსე აღმოჩნდა.

ბავშვობაში ავტოავარიაში მამა და ორი და დაკარგა. ერთადერთი საყრდენი დედა დარჩა, რომელმაც, უდიდესი ტკივილის მიუხედავად, შეძლო შვილისთვის სითბო და სიყვარული შეენარჩუნებინა“, – აღნიშნულია ოჯახის ახლობლების ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, ფონდის მიზანია „თანხის შეგროვება, რათა ოჯახს დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ, იქნება ეს თათიას მომავალი ოპერაციების დაფინანსება, რეაბილიტაცია თუ ოჯახის სხვა საჭიროებები“.

ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ:

„ახლახან გახსნეს ცალკე ახალი ანგარიში, რომელზეც ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა:

🩷ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

#GE84BG0000000610433102

ლიბერთი ბანკი:

#GE57LB0711111166893000

მიმღები დედა, ირმა ამნიაშვილი“

პოსტის კომენტარში დაზუსტებულია, რომ ფონდის შექმნის ინიციატივა თათიას მეზობლებს ეკუთვნის.

„ჩვენ თათიას მეზობლები ვართ, ერთად გავიზარდეთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მის დასახმარებლად უცხოეთიდან ეს ფონდი შეგვექმნა.

ფონდი მანამდე არ არსებობდა, ამიტომ ინიციატივა ჩვენზე ავიღეთ.

(თანხის შეგროვება აბსოლუტურად გამჭვირვალეა, როგორც კი გახსნით ლინკს, ყველა ჩარიცხული თანხა თვალსაჩინოდ ჩანს.)

დედის შეწუხება ასეთ რთულ დროს ვერ გავბედეთ, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ საკუთარ თავზე“

ცნობისთვის, შემთხვევა კასპში მოხდა. ე.წ. მირიანის დასახლებაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო. პოლიციამ აღნიშნული პიროვნება დააკავა.

„დიაგნოზი ძალიან საშიშია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია“ – ექიმი გუგა ქაშიბაძე ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დააკავეს პირი, რომელმაც ყოფილ ცოლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მისი დაწვა სცადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g